საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარადგენს.
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა (55 კგ) ფინალურ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელი, ხორლან ზაკანშა 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტს არ გამოაცხადებს, რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიას განახორციელებს. სააკაშვილის მტკიცებით, ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ულტიმატუმის გამო განახორციელა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ნულოვანი ბარიერის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ეს საჭიროა იმისათვის, რათა შეფასდეს პოლიტიკური პარტიების წონადობა.
საუდის არაბეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. შეტევები უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას.
დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.