ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა. 

სრულად...

თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება შეაფასა.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო. ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.

სრულად...

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს - სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო  გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე  რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა“, ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის სატელევიზიო ეთერში ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას.

სრულად...

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა მოინახულა საოკუპაციო ზოლი სოფელ დიდ ხურვალეთში და არსებულ ვითარებას გაეცნო.

სრულად...

რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს აგვარებს ან ვერ აგვარებს. ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი