საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გამყარდა.
ავიაკომპანიის „Wizz Air“-ის მიერ განხორციელდა პირველი ავიარეისი ქუთაისი-ეინდჰოვენის მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ეინდჰოვენის აეროპორტში პირველი რეისის დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე.
ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს, - კინოაკადემიის წევრების მიმართ ზაზა ურუშაძემ მიმართვა გაავრცელა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის მოადგილეს, ინესე ლიბინა-ეგნერეს შეხვდა.
საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში, შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.
დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
14-15 სექტემბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თბილისის მერიისა და კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით, ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.