მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

 

სრულად...

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საძაგლიშვილის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სრულად...

სანამ გამოვაცხადებდე იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას და გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღწეული კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე, მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ისტორია, რომელიც რეალური ამბავია, - კახა კალაძემ ბრიფინგის დაწყებამდე ერთი ამბავი გაიხსენა, რომელიც სამშენებლო კომპანია "„სვეტის“ მიერ დაზარალებულ ოჯახს ეხება.

 

სრულად...

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

 

სრულად...

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას.

 

სრულად...

საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხები იყო, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.

 

სრულად...

ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე და ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს.

 

სრულად...

2019 წლის 10 სექტემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვადიმ პრისტაიკოს შორის.

სრულად...

ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას.

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი