თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახდეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით "Now What?", „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილ დირექტორს და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
საქართველო რეფორმების საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს და გააგრძელოს რეფორმები, არა მხოლოდ სამხედრო სექტორში, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გერმანული გამოცემის „დოიჩე ველეს" მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრზე, გიორგი გახარიაზე გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. პარლამენტის წევრები სამუშაოს ხუთი კვირის შემდეგ, 14 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.
„თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
ჩრდილოეთ კორეას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დენუკლეარიზაციის შესახებ მოლპარაკებების განახლება სურს. ინფორმაციას BBC ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მაკკეინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მისი ინტერესების დამცველი იყო და საქართველოს მიმართ მეგობრობას ის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან ავლენდა. საელჩოში მუშაობის პერიოდში მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მას მართლაც საინტერესო ხედვები ჰქონდა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ“ - ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის მეუღლეს სინდი მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული საერთაშორის კონფერენციის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.