ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას.
„ქართველმა კანონმდებლებმა პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია დაამტკიცეს. ის ცნობილია ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი დარბევით. აქციის მონაწილეების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ“, - წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება, - ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვით გიორგი გახარიას, პარლამენტის მოსმენის დროს ფრაქციების ფორმატში, "ევროპული საქართველოს" სხდომისას, პასუხების გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი საპროტესტო აქციის, სახელწოდებით "გავრილოვის პატიმრები"-ს ფონზე მიმდინარეობს.
მისაღები არ არის, როცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება არა მხოლოდ დეპუტატის მხრიდან, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრი, გია ჟორჟოლიანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ინციდენტს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.