მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, რომ დღეს დაფუძნებულ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა და ის მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განცხადებას ამ წუთებში ანაკლიაში აკეთებს.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული პოლიტიკის თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნის გავლით შედიან, თავშესაფარი მესამე ქვეყანაში უნდა მოითხოვონ.
საქართველოს NATO-ში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მე-5 მუხლის მოქმედების გარეშე გაწევრიანების შესახებ ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქით“ ეხმაურება.
ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.
ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.