პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების თაობაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“.

სრულად...

ეს შეიძლება იყო „გავრილოვის დღე“, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად „პარლამენტის შენობის შტურმის ღამე“ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.

 

სრულად...

ბატონო გიორგი, „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ, - ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე სხდომის წამყვანმა, ირმა ინაშვილმა.

 

სრულად...

როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მაკო გომურის წერილის საპასუხოდ, რომელიც ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.

 

სრულად...

პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან საუბარი 20-21 ივნისს გამოყენებული ტყვიების შესახებ წარიმართა. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ტყვიებს, რომელიც აქციის დასაშლელად გამოიყენეს, ეწერა „ნაკლებად ლეტალური“. გახარიას თქმით, ნადირაშვილმა იცრუა, ტყვიას „არალეტალური“ აწერია, რის დასტურადაც მან ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა.

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0038 პუნქტით გაუფასურდა.

 

სრულად...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებას გამოეხმაურა.

 

სრულად...

ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომურიც, არის იმის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ ისინი ჩვენს საზოგადოებას წლების განმავლობაში, – განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ.

 

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე, პარლამენტარების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ კოოპერაცია აუცილებელი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.  

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი