ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს, რაც „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ, – ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ეს არის ივანიშვილის მიერ საარჩევნო ომისთვის შექმნილი მთავრობა, ანუ დაპირისპირების, პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმალურად აწევისთვის შექმნილი მთავრობა, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.
„წელს, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებულად მუშაობს, მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით არის ჩართული. საწარმოებში ჩაბარებული ყოველი კილოგრამი ყურძენი აღირიცხება, რაც მიკვლევადობისა და ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.
პარტია „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და „ფეისბუქზე“ წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაცული არ იყოს და უფრო იოლი იყოს ქვეყნის ოკუპანტზე „გადაბარება“.
ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.