თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „გირჩი“ სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „გირჩის“ მიერ გაცემული მღვდელმსახურის მოწმობები, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან აზღვევს, „ძირგამმომთხრელი“ და მომავალი თაობის დეგრადაციის გამომწვევია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.
პარლამენტში დღეს ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კანონმდებლები თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.
„საქართველოში პოლიციელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა არმიისთვის, პოლიციელი მინისტრები არმიაში პოლიციური მიდგომების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც ფაქტობრივად ჯარში, არმიული, დოქტრინული ერთიანობის მოშლას განაპირობებს და შესაბამისად არმიის გარკვეული დოზით დემორალიზება ხდება“, - აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
ღარიბაშვილი არასდროს არ შეასრულებს გახარიას დავალებას, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის პირველი ეტაპი უკვე ჩაატარა. ცნობილია იმ კანდიდატთა ჩამონათვალი, რომლებიც კენჭისყრის მეორე ეტაპს გაივლიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
თბილისის მერი კახა კალაძე, ორბელიანის მოედანზე, სადაც უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შeმსრულებელმა დავით ზალკალიანმა საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და დიაპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცალდ ისაუბრა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.