ბიზნესმენი თემურ ჭყონია "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის, რაც დამფუძნებლების გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის. როგორც ჭყონია აღნიშნავს, ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზნესმენების გარშემო საქართველოში გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.
კარგი იქნება, თუ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობენ იმ პოლიტიკით, რომელიც დღეს არის საქართველოში, აშკარად ჩაერთვებიან პოლიტიკაში, საზოგადოება და ამომრჩეველი კი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, – განაცხადა ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს. ხორვატიის დედაქალაქში ჩემპიონობა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იზეიმეს
მოკლულია სულ მცირე სამი ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 11-ს, მათ შორის ზოგიერთს კრიტიკული, კალიფორნიაში, კვირას, საჭმელების ფესტივალზე მომხდარი სროლებისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვერ მოხდება ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია“ და ის, რასაც რეალურად ივანიშვილი აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია, თუმცა, როგორც კვირას გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილს, რომელიც „თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოვებს“, ასლან აბაშიძისაგან განსხვავებით, საქართველოდან „გაქცევის საშუალება“ არ მიეცემა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვალავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
მოსკოვის მეტეოროლოგიური ბიუროს მთავარი სპეციალისტი ტატიანა პოზდნიაკოვა ხსნის, თუ რატომ დადგა ევროპაში რეკორდული სიცხეები და რას უკავშირდება რუსეთში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.