„ცნობილი ხდება ახალი ანტი-ქართული გეოპოლიტიკური შეთქმულების შესახებ. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში, ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც, იქმნება ერთიანი ელექტრო-ენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას“, განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული „შეთქმულების“ უკან ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე დგანან.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ აჩუქა.
ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შიდა ქართლის გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, აცხადებს, რომ ის პირადად შეესწრო ფაქტს, როგორ ცდილობდა ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებას.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემდეგ მარკ ესპერმა, არმიის ვეტერანმა და თავდაცვის ინდუსტრიის ლობისტმა, ფიცი დადო. მას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო.
2019 წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ყ.-ს მიმართ.
კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის ლონდონის ყოფილ მერზე, ბორის ჯონსონზე გააკეთეს. ბორის ჯონსონმა 92,153 ხმით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.
სამხრეთ კორეამ რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხოდ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.
პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.