თუშეთის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო ინფორმაციით 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია დაღუპული.
„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ოფიციალურად წარუდგინეს.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე „ქართული ოცნება“ არის საკუთარი თავის კარიკატურა და ჭაობში ჩაფლული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ჭარბი ნდობით“ ტრაბახობდა, უკვე ვერაფერს ვერ შეცვლის, რადგან მმართველი პარტიის ლიდერმა „ყველაფერი გაფლანგა“.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა 2 მილიარდიან ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე, და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას აქვს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ანაკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია.
პროკურატურა „თი-ბი-სი“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
დასამალი არ არის, საჯაროდაც ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და გამოჩნდა ეს განწყობა. ძალიან ძნელია დღეს ამტკიცოს საგამოძიებო ორგანოებმა და მმართველმა პარტიამ რომ ეს საქმე თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, - ასე გამოეხმაურა გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დეპუტატი ეკა ბესელია „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დაკავების საქმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.