აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის 3 რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ამერიკული იარაღის არაბეთის ქვეყნებისთვის მიყიდვა უნდა აკრძალულიყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ჩვენსას ვეცდებით, რომ ამომრჩეველი მოვმართოთ ჩვენკენ და ბუნებრივია, ამომრჩეველი წავა იმ პარტიისკენ, რომელთანაც დაინახავს უფრო მეტ ძალისხმევას, რომ ამ ქვეყანას რამე ეშველოს, ეს ბუნებრივი პროცესი იწყება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მე მივესალმები ყველას, ვინც დადგება ისტორიის სწორ მხარეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
პოლიტიკური ოპონენტის დაჭერა ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკური მოტივით ხდება, არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ასე არ თვლის. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გვერდზე რომ გაიყვანო, კამერის მიღმა, იქაც არავინ წინააღმდეგობას არ გაგიწევს, ყველამ იცის, ოღონდ მერე სხვა რაღაცებით იწყებენ გამართლებას. ეს არის კატასტროფა, - განაცხადა გიგა ბოკერიამ გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები - დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.
დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
„სახალხო ტრიბუნის“ თავმჯდომარე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებს.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ, სადაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადაეცათ, განაცხადა, რომ რომელიმე ჩინოვნიკს ან პროკურორს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი.
„არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, იმიტომ, რომ მართალი ვარ“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.