ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნატანიაჰუს გადაწყვეტილებით გოლანის მაღლობზე ისრაელის ახალი დასახლების სახელწოდება "ტრამპის მაღლობები" იქნება, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება.
საქართველოს თვდაცვის მინისტრმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation -ის ხელმძღვანელს უმასპინძლა.
რეგიონული განითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამართლამდაცავი ორგანოების კომპეტენციაა და არც ერთ სხვა ფორმირებას აღნიშნული ფუნქციის შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება.
„საქმე გვაქვს გასაკეთებელი და გადავიდეთ საქმეზე. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი. გვეყოლება ათეულები, ასეულები და ათასეულები. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა არეულობის მოწყობა იარაღით, წავიდეს აქედან, მათი ადგილი აქ არ არის“, განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისში, ვერის ბაღში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლმა აღიარა, რომ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფო თანხები და ახლა 15,000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს, იტყობინება BBC. სარა ნეთანიაჰუს ბრალი დასდეს 99,300 აშშ დოლარის რეზიდენციის გარეთ საკვების მომსახურებისთვის დახარჯვაში. იგი თავს იმით იმართლებდა, რომ პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში მზარეულები არ იყვნენ ხელმისაწვდომი, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.