„გასული წლის მსგავსად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასს სახელმწიფო არც წელს დაარეგულირებს და 2019 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის“, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები და დაგეგმილი სიახლეები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარასკევს, თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისა და იქ მომხდარი დაკავებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ პროვოკაციას უწოდებს გეი აღლუმის ჩატარების მცდელობას ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც თბილისში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აღლუმის ჩატარების მოწინააღმდეგეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ „აუცილებლად აღვუდგებით ამას წინ, სულ რომ მთელი მსოფლიოს ამერიკელი ელჩები და ჯორჯ სოროსები აქ ჩამოვიდნენ“.
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, ფარული კენჭისყრისას „ტორების“ დეპუტატთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა მოიპოვა. მან 114 ხმა მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყველაზე მთავარმა კონკურენტმა, ჯერემი ჰანტმა, რომელიც 43 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოვი კი მესამე ადგილზეა - 37 ხმით. 10-დან სამი კანდიდატი - მარკ ჰარპერი, ანდრეა ლიდსომი და ისტერ მაკვეი საერთოდ გამოეთიშნენ პროცესს, რის გამოც მომავალ კვირას უკვე 7 კანდიდატი განაგრძობს მეორე და შემდგომ რაუნდებში პარტიის ლიდერობისათვის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრობისათვის ბრძოლას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს - ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცვან კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0079 პუნქტით გაუფასურდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს, რომელიც „მოსკოვურ სასახლეში, რუბლიოვკაზე ატარებს უბედნიერეს სიბერეს“, „მინიმუმ მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ნახევარ მილიარდზე მეტი ანტიკვარული საგანძური დამხობამდე ზღვით და ხმელეთით კონტეინერში გადამალვით“ აქვს ბათუმიდან გატანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.