ელექტროსისტემის მასობრივმა დაზიანებამ მთელი არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, იტყობინება BBC არგენტინის მთავარ ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე, „ედესურზე“ დაყრდნობით. შუქი ასევე არ მიეწოდება ბრაზილიის და პარაგვაის ზოგიერთ ნაწილს.
მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ბიზნესმენი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებს, დღეს, 16 ივნისს, თბილისში, ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იქ მათ იგი სამოქმედო გეგმას გააცნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თაამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 17 თვით ადრე (2020 წლის არჩევნები 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს) დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავად არ გაიმარჯვებს, ამერიკის შეერთებული შტატები ბაზრის არნახული ჩამოშლის წინაშე აღმოჩნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პარასკევს გამართული აქციის შეფასებისას თქვა, რომ ლევან ვასაძე „პირდაპირი საფრთხეა და მისი ადგილი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული“, თუმცა არ ეთანხმება „დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან“.
„გუშინ ვიყავით კანცელარიასთან და არ მივეცით უფლება გარყვნილების პროპაგანდისტებს ჩაეტარებინათ თავიანთი აქცია. იქ მოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ახლოს იყო იქაურობა უბედურებასთან. მე ვლოცულობდი, რომ უბედურება იქ არ მომხდარიყო“, აცხადებს ახლახან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ბიზნესმენი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი ლევან ვასაძე, რომელიც აფრთხილებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას - არაფერი შეეშალოთ!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.