„რუსთავი 2" ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების" წევრი გია დანელია წინასაარჩევნოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის გეგმებზე საუბრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელება აღკვეთა, ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მამაკაცი გათავისუფლებულია. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მამაკაცები 5-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.
მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გაუფასურდა.
გავეცნოთ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები, ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე 2016 წლით დათარიღებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთაგანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ლობისტები და მაია ცქიტიშვილი ცდილობდნენ, გიგი წერეთლისთვის ხელი შეეშალათ, არ გამხდარიყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლისას შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი იმ მაღალი თანამდებობის პირებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, ზუგდიდში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში მონაწილეობენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი პარტიის განახლების საკითხზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, პარტიაში ახალი საახები გამოჩნდებიან, თუმცა გენერალურ მდივანს არც კონკრეტული კანდიდატურები და არც მათი პოლიტიკურ ველზე გამოჩენის ვადები დაუსახელებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.