MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა.
მიანმარელმა მფრინავმა თვითმფრინავი წინა ბორბლების გარეშე უსაფრთხოდ დასვა მას შემდეგ, რაც დაშვების მექანიზმი არ ამოქმედდა. „მიანმარის ეროვნული ავიახაზების“ თვითმფრინავი მანდალაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე წინა ბორბლების გარეშე დაშვებისას სრიალით მიდიოდა, ვიდრე შეჩერდებოდა.
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის მღვდელი, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლესიაში საზეიმო წირვის მიმდინარეობისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს. აქცია-პერფომანსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი 12 მაისის მოვლენების გახსენებაა.
ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით 6 ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ:
მახათას მთაზე მცირეწლოვანი დაშავდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მოზარდი ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან, დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც წელის არეში დაზიანებები მიიღო.
თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შუაღამისას ამავე კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი დააკავეს. როგორც მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, დაკავების მიზეზი გელბახიანის მხრიდან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.
დღეს, 12 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.