მართლა გგონიათ, რომ კობახიძის გამო დავტოვეთ უმრავლესობა და ვიღაც ხელის ბიჭების გამო? - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამო, ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
„ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან", ასე მიმართა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ლიდერმა, დავით მაღრაძემ ფილარმონიაში შეკრებილებს.
მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის, მიმართა მმართველი პარტიის მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ.
მე ხშირად გსტუმრობთ და იცით, რომ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს და მთლიანად რეგიონს, ქვემო ქართლს რამდენიმე მიზეზის გამო: ეს არის საქართველოს გამორჩეული მხარე, კულტურული მრავალფეროვნებით, რომელსაც ქმნით თქვენ - აქ მცხოვრები განსაკუთრებით მშრომელი, გულწრფელი ხალხი, ერთგული ხალხი და მადლობა ამისთვის, მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
ჩვენ, როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას.
ჩვენი მთავარი სიძლიერე, ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცერი გია გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი - 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
გორთან, ავტომაგისტრალზე დღეს, გამთენიისას ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.