„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება და პოლიცია ჩართული იყოს კრიმინალის დაძლევაში და საოკუპაციო ზოლის დაცვაში, დაგვსდევენ ჩვენ - პოლიტიკურ ოპონენტებს", ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.
რომის პაპმა ფრანცისკემ სამხრეთ სუდანის წინათ დაპირისპირებულ ლიდერებს ვატიკანში ფეხებზე აკოცა. „მე გთხოვთ თქვენ, როგორც ძმა, შეინარჩუნოთ მშვიდობა. მე გთხოვთ გულით, მოდით, წავიწიოთ წინ“, განაცხადა 82 წლის პონტიფიკოსმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 აპრილს უვადო, მჯდომარე, საყოველთაო აქციას დაიწყებენ, თუკი ტაქსის მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო.
გორთან, ავტობანზე ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს სავარაუდოდ ავტომანქანის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ზუგდიდში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. კახაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს, დამსწრე საზოგადოებას.
"სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ", განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის წარდგენაზე
ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მთაწმინდა არის ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი - განაცხადა საქართელოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად, ლადო კახაძის წარდგენისას
ხელისუფლების სათავეში თითქმის 30-წლიანი ყოფნის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ავად იბნ ოუფმა თქვა, რომ სუდანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.