საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღთქმა დადო, რომ ხანძრისგან ნაწილობრივ დამწვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ. მეხანძრეებმა შეძლეს გადაერჩინათ 850 წლის ნოტრ-დამის მთავარი ქვის სტრუქტურა, მათ შორის მისი ორი კოშკი, მაგრამ შპილა და ჭერი ცეცხლმა შთანთქა. ხანძართან რამდენიმესაათიანი ბრძოლისას სერიოზული დაზიანებები მიიღეს მეხანძრეებმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გამყარდა.
ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ იზრაელ ფოლაუს კონტრაქტი გაუწყვიტა, რაც მის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც იგი ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს „ჯოჯოხეთი ელოდებათ“.
მოხარული ვარ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები რუმინეთში, რომელიც საქართველოს გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუმინეთის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინდა ამ ადამიანს ვუთხრა ბ-ნო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც მმართველი პარტიის რიგები რამდენიმე დღის წინ დატოვა.
საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს", აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.