ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, 47 წლის ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს. იგი თითქმის 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მიცემული.
ბესელიობანათი დაიღალა უკვე საზოგადოება, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილი თანაგუნდელის და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.
„ჩვენ აუცილებლად დავატეხავთ ივანიშვილს რევოლუციურ ქარიშხალს“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.
შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანიც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
ხალხმა კალაძეს თავის დროზე კრახი დაარქვა, დღეის შემდეგ ის კრახაბორია, წერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სოციალურ ქსელში.
თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი „ქართულ ოცნებას" ტოვებს. ჯიშკარიანთან ერთად, პარტია ვახტანგ შაქარიშვილმაც დატოვა. საკრებულოს წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ამცნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.