ბიძინა ივანიშვილი გახლართულია საკუთარ პარტიულ ინტრიგებში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივის განვითარების ფარგლებში ხორციელდება.
თბილისში, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი უმრავლესობიდან დემარშით წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ განცხადებებისას გულწრფელი არ იყო.
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მმართველი პარტიის თავმმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია იმ დეპუტატებზე, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა ხმაურით დატოვეს.
მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-ამდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში - ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე.
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პოეტ დავით მაღრაძეს ხელისუფლებასთან ოპონირების მიზეზად, სასამართლოების თემა „ვერ გამოადგება".
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.