„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგდოებამ უნდა იცოდეს, რატომ ედევება თიბისი ბანკს ხელისუფლება და კონკრეტულად ვინ დგას ამ დავის უკან.

სრულად...

ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

„ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად“, აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის მიერ თანამშრომლებისთვის დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.

სრულად...

არ მინდა შევაშინო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ ისინი ყოველდღე უნდა ელოდნენ დაპატიმრებას, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თიბისი ბანკის გარშემო განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.

სრულად...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება. 

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ელის, რომ მისი თანაგუნდელები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებასთან დაკავშირებით, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატის კოალიცია, რომელსაც სათავეში კალიფორნია უდგას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სასამართლოში უჩივის.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა, ელისეს სასახლეში შვილებთან ერთად უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარება, - აღნიშნულ მიმართულებებზე საუბრით დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი