გორში, პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მმართველი პარტიის თავმდჯომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ აუდიენციას ადასტურებს, თუმცა, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებაზე, რომელიც პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომისა და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა, საჯაროდ საუბარი არ სურს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანაში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია გაჩერებული და აღნიშნულთან დაკავშირებით იგი პასუხს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილისაგან მოითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღიარებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში „ნაპრალი არსებობს“ და თუკი დღეს სასამართლოების თემაზეა უთანხმოება, მომავალში შეეაძლოა სხვა საკითხი იქცეს განხეთქილების მიზეზად. ამ ფონზე კი, მიიჩნევს დეპუტატი, აუცილებელია იმ ცვლილებების - „როგორც საკადრო, ისე სტრატეგიის თვალსაზრისით“ - გატარება, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა პირველ და მეორე ტურში დაპირდა ამომრჩეველს, რათა „საზოგადოებაშიც და თვითონ გუნდშიც ახალი ენთუზიაზმი და ენერგია გაჩნდეს“ და თუკი ღირებულებითი თანხვედრა არ იქნება მასაც და სხვებსაც გუნდის დატოვება მოუწევს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0076 პუნქტით გაუფასურდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სალომე ზურაბიშვილთან ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის კავშირის ნიშანია და საქართველოსთან „ძალიან ბევრი რამ აკავშირებს“.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „დავით კირკიტაძის მერე ახლა უკვე ზვიად კუპრავას დაპატიმრება მოინდომა ოლიგარქის რეჟიმმა“.
ბერლინში, ბელვიუს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.