დაბა ლენტეხში, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლმა, დაახლოებით, 200-300 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გაანადგურა.

სრულად...

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ელისეს სასახლეში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თქვა, რომ მან რთულ წინასაარჩევნო კამპანიას შესანიშნავად გაართვა თავი და არ შეუცვლია პოზიციები, არის საქართველოს და ევროპული ღრებულებების ერთგული.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0094 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ელისეს სასახლეში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა მედიის შეკითხვებს ერთობლივ ბრიფინგზე უპასუხეს - სალომე ზურაბიშვილმა ქართულად, ემანუელ მაკრონმა ფრანგულად.

სრულად...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს „ანაკლიის ისტორიულ პროექტთან“ დაკავშირებით „სახიფათო თამაშს“ შეეშვას.

სრულად...

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე და ჩაერია თუ არა მის უფლებამოსილებაში ვინმე.

სრულად...

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხონ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადება გაავრცელეს.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს თბილისში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი