„თბილისში აღიკვეთება სამშენებლო კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. წლების მანძილზე კოეფიციენტების მატებამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას. საერთოდ აიკრძალება კ2-ით კოეფიციენტების მანიპულაციები“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

სრულად...

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს იმისათვის, რომ დააფინანსოს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა.

სრულად...

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. 

სრულად...

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა და მოითხოვა, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ მომდევნო ორი თვის განმავლობაში საბჭოს წევრობა დატოვონ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არ შეეგუება უსამართლობას და ყველა საშუალებით დაიცავს „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

სრულად...

„დაგამხობთ რევოლუციით... წალეკილი იქნები, გასრესილი იქნები... ეს იქნება სომხური რევოლუცია.... მოგადგება იმ შენობასთან 50 ათასი კაცი... დარჩები მარტო და გარეთ იქნება 50 ათასი ქართველი“, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.

სრულად...

სულ მცირე 40 ნახევრად გასამხედროებული უწყების ჯარისკაცი იქნა მოკლული და ათეულზე მეტი დაჭრილი, კოლონაზე ადგილობრივი ამბოხებულის, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმისას ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში, იტყობინება BBC.

სრულად...

თეირანში აზადის მოედანზე ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით 11 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანმა უამრავი ტერიტორია დაკარაგა და ყაჯართა მოღალატეობრივი დინასტიის მმართველობისას, ქვეყანას 205 წლის წინ ჩრდილოეთის ძირითადი ნაწილი და კავკასია გამოეყო.

სრულად...

ქუთაისის მექანიკურ ქარხანაში 60 წლამდე მამაკაცი ჩარხში მოყვა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი