პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დაკავებული ზაალ ლატარია წარდგენილ ბრალდებას არ ცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ეკონომიკისა და განათლების მინისტრების კრიტიკას მიეძღვნა გადაცემა „სპექტრის“ დიდი ნაწილი ოთხშაბათს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში. დავით აქუბარდიას სტუდიაში სტუმრად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
„ეს დეზინფორმაციაა და ე.წ. ფეიკ ნიუსია (ყალბი ახალი ამბავი) თავიდან ბოლომდე და არაფერი ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამაზე სერიოზული კომენტარიც კი ძალიან მიჭირს, სიმართლე გითხრათ“, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას.
„დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლის შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ლიეტუველ კოლეგასთან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულმა ვალმა პირველად გადააჭარბა 22 ტრილიონ აშშ დოლარს და ექსპერტებმა გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა არამდგრად ფინანსურ გზას ადგას, რაც შესაძლოა თითოეული ამერიკელის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდეს. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვალმა 22.012 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ მიმდინარე თვეს 30 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.