როგორც „რუსთავი 2"-ს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, წერილს 4 ადრესატი ჰყავს - მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. ეს ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა.
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ კარაკასში გამართულ დემონსტრაციაზე ათეულობით ათას მხარდამჭერს უთხრა, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება 23 თებერვალს მაინც შეტანილი იქნება.
არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე „ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ იგი ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზე ავტომანქანა „Bentley“-იში ზის და საწვავს ასხმას.
პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპის მთავრობას „ექსტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და ვენესუელაში შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. BBC-ისთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელაში, რადგანაც ეს არის გზა აშშ-ისთვის გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია.
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკატერინე დუგლაძის განცხადებით, მერთან ერთად, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის მეორე მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.
თბილისის მერიამ კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოსგან თანხმობა მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის მთავრობას საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გამოყოფამდე დაიწყოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესი, რომელზეც მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფება მისი ძმა ლუკა კალანდიაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.