ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის შესაძლებლობების გახსნის კუთხით, დადებითად შეაფასა.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ბუნებრივია, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუ.
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და „ქართული ოცნება”‘ გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლო დადგომის კომენტირებისას განუცხადა, რომ დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ ამ სიკეთით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უნდა ვისარგებლოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმ პირობებში როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა, ეს ვერ მოხდება.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ ბიზნესმენის ინტერვიუ უნდა გასულიყო. როგორც დაგეგმილი იყო, ბიზნესმენს ტელეკომპანიის ეთერში განცხადება 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა, ტექსტი კი წინასწარ იყო განსაზღვრული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურას ვუთხარით ის, რაც განცხადებაში გვიწერია, დამატებითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი ფორმატი დამატებით სტიმულს მისცემს ურთიერთობებს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.