როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოქალაქეებს, რომელთაც დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება კი, 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
„ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გასულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა-საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.
ახალი ფარული ვიდეო ჩანაწერები „ომეგა ჯგუფის“ საქმეში. ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლის საქმის ახალი მტკიცებულებები.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა. imedinews-ის ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.
ახალქალაქში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში არ იმყოფება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ღმერთმა ინებოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს.
გაერთიანებული ოპოზიცია ბანკების მიერ ქვეყანაში შექმნილ მონოპოლიას აპროტესტებს. გრიგოლ ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები გადაიბაროს სახელმწიფომ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში შეხვედრისას ისაუბრა თუ როგორ უნდა დავიცვათ უბნები გაყალბებისაგან, ამომრჩეველი კი ხელისუფლების მხრიდან ძალადობისაგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.