ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორის ტურის ჩატარების თარიღად 28 ნოემბრის დასახელებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა მანიშნებელია იმის, რომ ხელისუფლება პანიკაშია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0227 პუნქტით გამყარდა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
არჩევნების თარიღი დანიშნულია კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი ემიგრანტებისთვის რაიმე უხერხულობა იქმნება, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე ღამის 12 საათამდე გაგრძელდეს, რაც დარწმუნებული ვარ ამ უხერხულობას მოხსნის. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნების თარიღს კანონი და შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაღვრავს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო".
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპისის მე-3 და მე-4 სართულების ჩამოგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანა პრეზიდენტად არ აირჩევს „მოღალატე პრეზიდენტს", „მოღალატე პრეზიდენტი და ძალა" მისივე თქმით, არის „საბჭოთა დიპლომატი" გრიგოლ ვაშაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.