საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0148 პუნქტით გაუფასურდა.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემაზე საუბრობს.
პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი, უძრავი ქონება დაუბრუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მთავრობის ინიციატივიას 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის საბანკო დავალიანებების განულების შესახებ ცრუ დაპირებას უწოდებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, რამდენიც საჭირო იქნება პორტფელის შესასყიდად, იმდენი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არალეგალური მევახშეობა ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცავები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სერიოზულად მოეკიდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.