საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილთან შეხევდრის წინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა, „ძალიან სახიფათო პროცესები“ გამოიწვიოს.
ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისგან, ჯეიმს მატისისგან მივიღე წერილი, რომელშიც ის საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისთვის, მადლობას გვიხდის, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „თავდაცვისა და უსაფრთხოების" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
10.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მედიაზე ახალი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ მან „მძლავრად დაგმო სიძულვილი, ფანატიზმი და დისკრიმინაცია“, მაგრამ ამის გაშუქება არ მომხდარა.
თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ, ვერც ანა დოლიძეს და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო ვეღარავინ განდევნის.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რომ ანა დოლიძე უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ან ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელ რიგს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არ გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.