ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა.
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ქედის მერზე, ლევან გორგილაძეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქებისას ბავშვი კარიერთან ახლოს იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0176 პუნქტით გაუფასურდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სიცრუეს უწოდებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.
გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის, აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა", აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ბექა დავითულიანი.
რატომ უნდაგითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ, უთხრა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას მეორე ტურის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას შემდეგ სთხოვეს, რაც მან „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი იქ გამართული კონსულტაციის შემდეგ დატოვა.
საგანგებო შტაბს ვქმნით და ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას, მოხდება მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხალხი არ დაუშვებს,- განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, რომელმაც პრესკონფერენცია იური ვაზაგაშვილის დასთან, მანანა ვაზაგაშვილთან, სულხან მოლაშვილის მამასთან, თამაზ მოლაშვილთან, გია კრიალაშვილის დასთან, ლია კრიალაშვილთან და ვახტანგ მაიასაიას მეუღლესთან, ელენე მაღრაძესთან ერთად გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.