ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას არ აპირებს.

სრულად...

„როგორც ჩანს ლევან ბერძენიშვილმა და ამ პარტიის ლიდერებმა დაიჯერეს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0081 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების  მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.

სრულად...

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას პატიმრობაში აყვანა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების წაგებას უკავშირდება და ამით, ვაშაძის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გზავნილი მიაწოდა სხვა რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებსაც, რომ ციხეში აღმოჩნდებიან, თუკი ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს.

სრულად...

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და მისი მოადგილისმ, გია გულორდავას დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას, ეს სოციალური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება.

 

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს და დარწმუნებით ამბობს, რომ „ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა“, რაც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი