საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო.

სრულად...

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. დღეს ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და უშუალოდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო აგებული მთლიანად კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, აგებული იყო ასევე მედიის სრულ მონოპოლიზაციაზე და აგებული იყო იმ დანაშაულებზე, რომლებსაც ის ჩადიოდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სრულად...

დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში, აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

2012 წლამდე ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დიქტატურად, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან, აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა, რადგან ისიც საბჭოეთის მსგავსად ცდილობს არ გაუშვას მისი ხელიდან ის სახელმწიფოები, რომელთაც ბლოკის დატოვება სურთ.

სრულად...

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 832-ს გადააჭარბა, თუმცა მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ითვლება დაკარგულად.

სრულად...

მკვლელობა მოხდა ქუთაისში. საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, დიდების მემორიალთან 45 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან 4 მილიონს პირადად ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ მის ბიზნესს ნორმალური ფუნქციონერების საშუალება ჰქონოდა.

სრულად...

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს, სადაც საუბრის მონაწილეები თავის დაზღვევის მიზნით ნაცვალსახელებით და ზოგჯერ კოდური სიტყვებით საუბრობენ. ჩანაწერები რამდენიმე ეპიზოდად იყოფა

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი