„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ყაჩაღობა და „ალიბაბასა და 40 ყაჩაღის" თანამედროვე ვარიანტი შექმნა.
ბაქოში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან „ყარაბაღის ძალისმიერი გზით გათავისუფლებას“ მოითხოვდნენ. მიტინგის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი კომიტეტი „ყარაბაღი“, რომელმაც ის ხელისუფლებასთან წინასწარ შეათანხმა.
ინდონეზიის ქალაქ პალუში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მეწყერისგან ჩამარხული ეკლესიის ნანგრევებში 34 ინდონეზიელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს, იტყობინება BBC სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე და კრიტიკული. უგულავას თქმით არაფორმალურმა მმართველობამ რვაფეხას ფორმა მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ საქართველოში არ გვყავს ხელისუფლება, აქ გვყავს მაფიოზური კლანი, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი და ჰყავს საკუთარი ჯალათის ოთარ ფარცხალაძე სახით.
28 ოქტომბერს ივანიშვილი დაასრულებს სახელმწიფოს მართვას, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვარშავიდან ჩართვისას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სარალიძე ოცნების ცენტრალურ ოფისთან არ მიუშვეს და სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ „შიგნით ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც დახურულია“. სარალიძემ ამ დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კახა კალაძემ მისი ძმა მოაკვლევინა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა.
„რუსთავი 2“ სკანდალური ფოტოებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ გაიტანეს წითელი ჩანთით 1 მილიონი დოლარი „თიბისი“ ბანკიდან
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.