პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“,  დღეს ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.  ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უხსენებელს უწოდებს.

სრულად...

სამი შვილის დედას, მაია ოთაინაშვილს ცხინვალის იზოლატორში, სულ მცირე, ორი თვის გატარება მოუწევს. ოთინაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა  სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს. მას ჩაუსაფრდნენ და საკუთარი ბაღიდან შეარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

სრულად...

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად ცუდად არის, რომ დღეს ის საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის კლინიკაში დატოვეს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვერის ბაღში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გასულია სამართლებრივი სფეროდან, სადაც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნაცვლად მოქმედებს კრიმინალური წესები, როგორიც 90-იან წლებში რუსეთში იყო.

სრულად...

საქართველოს მთავარი პროკურატურა, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უწყება მერაბიშვილსა და ბიწაძეს უახლოეს პერიოდში გაეგზავნებათ.

სრულად...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას ასპინძაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძეც დაესწრო. ფოფხაძის თქმით, ზურაბიშვილი არის ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამოირჩევა. ოცნების დეპუტატს სალომეს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ღირსეული კოლეგის დაკარგვა სწყინს პარლამეტში.

სრულად...

საქართველოს ე.წ. ხელისუფლება და თავის თავს რომ ეძახის - მმართველი პოლიტიკური ძალა საერთოდ გასული არის სამართლებრივი ველიდან, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფინანსთა სამინისტროსთან, სადაც „ომეგა ჯგუფისა" და „იბერიას" თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი