პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს შეკრებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც უნდა დასრულდეს.
პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.
რუსთავში ორ ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს, რა დროსაც ერთს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
380-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 540-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში მომხდარმა 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი წარმოშვა. 3 მეტრის სიმაღლის ტალღებმა პალუსა და სულავესის კუნძულებს გადაუარა. დანგრეულია ათასობით სახლი, ასევე საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, იტყობინება BBC.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთი თხოვნა აქვს, სალომე ზურაბიშვილთან - ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ დებატების დროს შეხვდება.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დებატებისთვის მზად არის და არავის გამოწვევა არ სჭირდება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ფილარმონიის დარბაზში შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ და შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართეს.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები და საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში ხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.