საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი უილიამ სუინი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატებს კამპანიის კონკურენტულ გარემოში წარმართვის საშუალება აქვთ, - ამის შესახებ უილიამ სუინიმ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

სრულად...

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი დათანხმდა დახუროს ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მთავარი სარაკეტო გამოცდის პოლიგონი და იმ შემთხვევაში თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საპასუხო და თანმხვედრ ნაბიჯებს გადადგმას, იონგბიონის ბირთვული დაწესებულებაც.

სრულად...

„იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ აუხსნის საზოგადოებას, რას ნიშნავს რეალურად კანაფის კონტროლის შესახებ კანონი, კანონპროექტის განხილვა არ გაგრძელდება“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ TV პირველის გადაცემა  „რეაქციაში“  გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლშიც საუბარია მარიხუანას კულტივირების კანონპროექტის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიის საერთო განწყობაა, რომ მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზება მიუღებელია.

სრულად...

ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტს ეხმაურება.

სრულად...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პატრიარქის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა.

სრულად...

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მისთვის მიუღებელია.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უკვე მესამე დღეა, მღვდელმთავრები ამბიონიდან აკრიტიკებენ, ამბობს, რომ თავს უფლებას არ მისცემს, მეუფეების განცხადებები შეაფასოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი