„გაყალბებული სიები მიანიშნებს, კიდევ ერთხელ, ორ რამეზე, ერთი - ეს არის ის, რომ გაყალბება ეს არის ნაცმოძრაობის სტილი და ხელწერა და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას უჭირს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმედ დამარცხდება.
ფინანსთა სამინისტრომ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება 1 წლით გადადო. გადაწყვეტილების შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 15:13 საათზე, თბილისიდან 3კმ-ში, ქალაქ მცხეთიდან აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ნორიოსთან დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.
მარნეულის ყოფილ მერს 6 სექტემბერს ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
ხორბლის გადამზიდავი, რომელმაც პროტესტი უკიდურეს ფორმას მიმართა, შენობის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასთა მინისტრი ადგილზე არ მივა, თავს დაიწვავს.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვადასხვა მაღაროში ოჯახის წევრები დაეღუპათ.
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
პრეზიდენტობის 19-მა მსურველმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები არ წარადგინა. შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. ასეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კინორეჟისორის გიორგი შენგელაიაც აღმოჩნდა. სიების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება. ინაშვილის თქმით, ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქციაში ყოფნას ისე განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, იმის მიუხედავად, რომ ნატო ჩხეიძემ პარტია დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.