საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა არხის გენერალური დირექტორის, მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის შეხვედრის ჩანაწერი წაშალა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ილია მეორის განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
საპატრიარქოში მღვდელმთავრების თათბირი დასრულების შემდეგ მეუფე ანტონი „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების მედიასაშუალებებით გაშუქებას ეხმაურება. პრეზიდენტობის კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მისი მოსაზრებების უხეშ ინტერპრეტაციებს ტირაჟირებას უწევს.
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. განცხადება ჩხეიძემ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ღია შეტევა მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაზე“ მას თანაპარტიელები გვერდით არ დაუდგნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სასულიერო პირებსა და კონკორდატთან დაკავშირებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.
ჩვენი ქვეყნის ტრადიცია არის ქალის პატივისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაუმჯობესება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე პოლიტიკოსზე მიმდინარეობს თავდასხმა ყველაზე უღირსი ფორმებით იმიტომ, რომ ის არის ქალი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.
სწორედ იმ ბიძინა ივანიშვილმა გაგისტუმრათ თქვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, ქართველ ხალხთან ერთად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებებს, რომელიც ყოფილ პრემიერს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.