„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალციხეში გამართული შეხვედრისას მოუწოდა მოქალაქეებს, გვერდით დაუდგნენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ „ეს სახადი“, ხელისუფლების სახით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ მოიცილონ.
მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერი სასულიერო პირებსა და კონკორდატთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა და არც კონკორდატი არ ირღვევა.
ხორბლის გადამზიდავები, რომლებიც მესამე დღეა ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აღდგენას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს და იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები დაუპირისპირდებიან, ვითარება უმართავი გახდება.
პაკისტანის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ნავაზ შარიფის პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეჩერდეს და იგი საპატიმრო დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლდეს.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს, სასულიერო პირებსა და კონკორდატზე გაკეთებული განცხადებისას, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აზრი გაახმოვანა.
დონალდ ტრამპმა რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან და მისი საარჩევნო კამპანიის გუნდთან მოსკოვის პოტენციურ კავშირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით კლასიფიცირებული დოკუმენტების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების" მხარდაჭერა აქვს, მიიჩნევს, რომ ეკლესია და სასულიერო პირები „ამ დონეზე" პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ერეოდნენ.
ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აღდგენას უკვე მესამეა დღეა ითხოვენ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულები და იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ულტიმატუმი, რომლის ვადაც დღის ბოლოს იწურება, არ შესრულდება, ხვალიდან, 20 სექტემბრიდან, საქართველოს ყველა შემოსასვლელი საბაჟო-გამშვები პუნქტი მათი სატვირთო ავტომანქანებით გადაიკეტება.
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. სარჩელი საკასაციო სასამართლოში, შეკინის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გადახედვის მოთხოვნით, თავად მსჯავრდებულმა შეიტანა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ე.ა., 1992 წელს დაბადებული ე.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ა. და 1991 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.