თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს.

სრულად...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, სხვადასხვა საკითხს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი მიიღო, რომელიც 15 სექტემბრიდან საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, შსს-ში გამოძიება გრძელდება. მინისტრის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული რამდენიმე პირის გარდა, თუკი, იქნება მტკიცებულების სტანდარტი, იქნებიან სხვა დაკავებულებიც.

სრულად...

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე - „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

სრულად...

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს ავტობუსი და მგონია, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნება მოქალაქეებისთვის, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი  მეგობარი; მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და აშშ-ს შორის და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „კურიერი“ კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერს და ფოტოს ასაჯაროებს. ამ ჩანაწერში საუბარი არა ტელეკომპანიაზე, არამედ თამბაქოს ბიზნესზეა საუბარი, რომელსაც „ომეგა ჯგუფი“ აწარმოებს.

სრულად...

ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება, ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი