საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგე გეგეშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას იმ ფოტოზე გააკეთა კომენტარი, რომელზეც ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ და რომელზეც ოკოპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან ზოგიერთი მისაღებია მმართველი გუნდისთვის ზოგ განცხადებაზე კი შესაძლებელია სხვა პოზიცია ჰქონდეთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ლარის კურსის მერყეობას თურქეთის ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს. მინისტრის თქმით, ლარის მერყეობა აბალანსებს უარყოფით გავლენებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს უსვამს ხაზს.
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. ის მსურველებს ბესიკის ქუჩის 4 ნომერში დღეიდან მოემსახურება. მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კვლავ ღიად დატოვა საკითხი იმის თაობაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალ გუბერნატორებს მომავალი კვირის ორშაბათს წარადგენს
ერთიანი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეს არის ერთადერთი შეთავაზება აფხაზეთისთვის, ასეთია პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის პოზიცია სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დროა დაიწყოს დიალოგი ქართველებსა და აფხაზებს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.