ხაშურში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქალს დაეჯახა. შემთხვევია ამსახველი ვიდეომასალა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. იზორიას თქმით, საქართველო დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ქართველი მოჭიდავეების ფოტოს ეხმაურება. ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართველ მოჭიდავეებს არჩილ ტატუნაშვილის უნდა მორიდებოდათ და მაისურები რუსეთის დროშის გამოსახულებით არ უნდა ჩაეცვათ.
ხომალდი „პანტელენა“, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ოთხი დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი.
„ავადსახსენებელი და მე ვიტყოდი ყველაზე სასტიკი პრეზიდენტი“ - ასე მოიხსენია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
სადღეისოდ წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე ახლოს დგას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ „TV პირველის“ ეთერში.
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ქართველ მოჭიდავეებს რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები აცვიათ და რომელზეც ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.