სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს გაეცნო. მინისტრმა, რთველის საკოორდინაციო შტაბში, რეგიონის გუბერნატორისა და ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიიქის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სტიქია კახეთის რეგიონში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში სეტყვამ ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები გაანადგურა.
ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მორიგი მძლავრი მიწისძვრა მოხდა მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა ორმა, 6.9 და 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა 460-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტავროპოლში, „თბილისი-კრასნოდარის“ სამგზავრო ავტობუსისა და „კამაზის“ ტიპის ავტომანქანის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ორი ადამიანი. მედიკოსებმა 17 დაშავებულის, მათ შორის 5 ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგია 10:00 საათზე, სამების საკათადერო ტაძარში დაიწყო.
.
18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.
„რუთავი 2“-ი იმ გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობას ასაჯაროვებს, რომელთაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი კობლიაკოვი და რამდენიმე მინისტრი შეცვალა. ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრი „განვითარების ბანკის“ ყოფილი დირექტორი სერგეი რუმასი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.