საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ NDI-ის გამოკითხვაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაუკვირდა, ასეთი მინიმალური მხარდაჭერაც რომ დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამ“.
ჩვენთვის, ქართველებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილეებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ქვეყნის შეირაღებული ძალებისა და საქართველოს ინსტიტუციების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებას.
საქართველოს პრეზიდენტი ვითარებას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და უპარტიო კანდიდატს დაუჭიროს მხარი, წინასაარჩევნო კურიოზს უწოდებს.
„ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ (Noble Partner) გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მოგვიანებით გამოაცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.